ჩვენი გუნდი

viber
ჩვენი საქმიანობა

ჩვენი გუნდი

ოთარ კაჭკაჭაშვილი საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ს დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ. მას აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება საერთო სპეციალიზაციით. მისი საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება სამოქალაქო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, შრომის სამართალი, სააღსრულებო სამართალი, სამეწარმეო სამართალი და ბიზნეს გარიგებები, საგადასახადო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი,  საბაჟო სამართალი, სისხლის სამართალი. ოთარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2000 წელს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში. იგი ამავდროულად გახლავთ აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთბათა მაგისტრის ხარისხის მფლობელიც. ოთარ კაჭკაჭაშვილი  საადვოკატო პრაქტიკას ეწევა 1998 წლიდან. ამ პერიოდის მანძილზე მან დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. სწორედ 15 წლის პროფესიული საქმიანობის შედეგი გახლავთ ის, რომ მან ამ წლების მანძილზე შეიძინა ადვოკატისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და დღეის მდგომარეობით, იგი ბაზარზე გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი.

 ოთარი მოღვაწეობს არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, არამედ ითავსებს კომპანიის მართვისა და ადმინისტრირების ფუნქციებსაც. საადვოკატო ბიუროს სამუშაო პოლიტიკის შექმნა და კლიენტის ინტერესების მაქსიმალურად დაცვისათვის საჭირო ყველა ძირეული საკითხის გადაწყვეტა სწორედ მის მიერ ხდება. მისი დამსახურებაა ისიც, რომ მას გვერდით ჰყავს სამუშაოს სწორი, დინამიური და ეფექტური მომსახურების განხორციელებისათვის დაკომპლექტებული გუნდი. იგი განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით ეკიდება თანამშრომელთა შერჩევას, რადგან მას მიაჩნია, რომ სწორად დაკომპლექტებული კადრებისგან შექმნილი გუნდი მისი ბიუროს წინსვლის და წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი წინაპირობაა.

VOgwNG1lcaDeeQZvW6k7uHfjLm9iBF

ოთარის პიროვნული თვისებებისა და მის მიერ მიღებული ცოდნის და გამოცდილების დამსახურებით იგი ბიუროში განხორციელებული ყველა ნოვატორული იდეის ავტორია. მათ შორისაა უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემა ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ქართულ საადვოკატო მომსახურების სფეროში პირველად ხორციელდება. აღნიშნული  პროექტის მიზანი მომსახურების მაღალი ხარისხისა და კლიენტებისადმი მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნაა. პროექტის მიხედვით, ჩვენი საადვოკატო ბიურო უწევს დაინტერესებულ პირებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს ინტერნეტის მეშვეობით (სკაიპის, ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელებისა თუ სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით), რომლითაც ყოველდღიურად მინიმუმ 20 მოქალაქე ღებულობს მათთვის საინტერესო იურიდიულ საკითხებზე სრულ და ამომწურავ ინფორმაციას. ოთარისთვის საქმე და კლიენტის ინტერესები უპირველესია. მისი, როგორც იურისტის ძლიერი მხარეა ძლიერი მოდავე მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, კლიენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა. მას ყოველთვის შესწევს უნარი რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიებისათვის და სწორედ ესაა მის მიერ არაერთი სასამართლო პროცესის წარმატებით დასრულების წინაპირობა. ოთარი ფლობს რუსულ, ფრანგულ და თურქულ ენებს.

 

599 91-14-25

info@myadvokat.ge

ბიოგრაფია

ოთარ კაჭკაჭაშვილი

ოთარ კაჭკაჭაშვილი

დირექტორი

ადვოკატი დავით მუმლაძე საადვოკატო ბიურო OK&CG–ს ადვოკატია. მას აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება საერთო სამართლის სპეციალიზაციით.  იგი 2008 წლიდან ჩვენი საადვოკატო ბიუროს, OK&CG–ს გუნდის წევრია. მისი საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი,სისხლის სამართალი, სააღსრულებო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, საგადასახადო სამართალი. დავითმა 2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. შემდგომ კი - სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

vE7KGzcu13d5nYL8fHVGnTYHgISjTc

დავითის ძლიერი მხარეა დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი, კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობა ბიზნეს პარტნიორებთან ან/და მათ მოდავე მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, წარმომადგენლობა  სასამართლოში ან/და კერძო არბიტრაჟებთან არსებული დავებისას, სააღსრულებო პროცესის წარმართვა. სისხლის სამართლიდან გამომდინარე საქმეებზე კლიენტების ინტერესების დაცვა წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოში საქმის წარმოებისას.

 

ცოდნის გაღრმავებისა მიზნით საადვოკატო ბიუროში მუშაობის დაწყებამდე დავითი მონაწილეობას იღებდა არაერთ ტრენინგსა თუ პროექტებში. მას გავლილი აქვს პროფესიული გადამზადების სხვადასხვა კურსი. დავითი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. 

571-111-221

davitmumladze@myadvokat.ge

ბიოგრაფია

დავით მუმლაძე

დავით მუმლაძე

ადვოკატი

ანა გორდეზიანი საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ში იურისტის პოზიციაზე მუშაობს 2014წლის აგვისტოდან.

2014 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტი.

ანა კომპანიას 2013 წლის აპრილიდან  შემოუერთდა იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

კომპანიაში მუშაობის დაწყებამდე აქტიურად იყო ჩართული  საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში, იგი გახლდათ  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი. კომიტეტი ახორციელებდა  საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებასა და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსათვის წარდგენას, ასევე სამუშაო ჯგუფის მუშაობა მოიცავდა  არსებული ნორმატიული მასალის შესახებ სამართლებრივი ანალიზის მომზადებას.

iQ59gQ8oWlRwQujEiw3MJZOegY5CGh

ბაკალავრის საფეხურზე სწავლის პერიოდში მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესში.

2013 წელს და 2014 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

2013 წელს ანამ, როგორც მაღალი აკადმიური მოსწრების სტუდენტმა, მიიღო ქალაქ თბილის მერიის მუნიციპალიტეტის ერთჯერადი  სტიპენდია.

2015 წელს ანამ წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები  კერძო სამართლის მიმართულებით და ამავე წლიდან გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2015 წელს  მოიპოვა  ბელგიის უნივერსიტეტ ,,ლიეჟში“ (The University of Liège) მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების  უფლება.

2016  წელს მონაწილეობა მიიღო გერმანიის და ესპანეთის ასოციაციის (HISPALEM), მიერ ბარსელონაში ორგანიზებულ მსოფლიო იურისტთა ასოციაციის კონგრესზე, თემაზე-,,ინტერნეტი : გამოწვევები მშვიდობისა და თავისუფლებისათვის“ (The Internet: Challenges to Peace and Freedom)

2016 წელს  წარჩინებით დაასრულა და მიენიჭა  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 

თავისუფლად ფლობს ქართულ, ფრანგულ და რუსულ ენებს, აქვს ინგლისური ენის საშუალო დონის ცოდნა.

 

 

574 22 29 29

anagordeziani@myadvokat.ge

ბიოგრაფია

ანა გორდეზიანი

ანა გორდეზიანი

ადვოკატი

ქეთევან ქავთარაძე საადვოკატო ბიურო ,,OK&CG-ში’’ იურისტის პოზიციაზე მუშაობს 2015 წლის ოქტომბრის თვიდან.

qR4PBZY6kaLKfQsu32YHrKduiTywmX

ქეთევანი საადვოკატო ბიუროს სტაჟიორი გახლდათ 2014 წლის 19 ნოემბერიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე.

ბიუროში მუშაობის დაწყებამდე 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ივლისამდე  გახლდათ ადვოკატის თანაშემწე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

2015 წლის მარტიდან ქეთევანი გახლდათ საქართველოს პარლამენტის პრაქტიკანტი.

2015 წლის ივნისის თვეში მონაწილეობდა საქართველოში გამართულ მეათე საიუბილეო  ACE Legal Forum-ში.

2013–2014 წლებში ქეთევანი გახლდათ პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

1v5EYtn7AFk4hDY5VarlOCxojOkcyi

2016 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულიფაკულტეტი.

2016 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციაში.

ქეთევანი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციაში, სემინარებსა და კონკურსებში.

2013 წელს გაიმარჯვა ახალგაზრდა კრიმინოლოგების მიერ გამართულ კონკურსში.

2014 წელს გაიმარჯვა საქართველოს მთავარი პროკურატურის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ,,ელსას’’, საქართველოს სახალხო დამცველის, დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და გერმანიის თანამშრომლობა (GIZ)- ის საერთო პროექტში -,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში’’.

 

თავისუფლად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს, ასევე საშუალო დონეზე ფლობს რუსულ ენას.

 

 

 

555-71-40-61

ketevankavtaradze@myadvokat.ge

ბიოგრაფია

ქეთევან ქავთარაძე

ქეთევან ქავთარაძე

ადვოკატი

დათო კესარელი საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ში ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე 2016 წლის მარტიდან მუშაობს.

vnXfjrDgi8WQruFrqUqHaAfQ732V9l

2013 წელს ჩაირიცხა ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

დათო საადვოკატო ბიუროში მუშაობამდე სტაჟირებას გადიოდა „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტში“.

აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

გავლილი აქვს „განათლებისა და მართვის გუნდის“ ტრენინგ-კურსები ლიდერობასა და მენეჯმენტში.

თავისუფლად ფლობსქართულ და ინგლისურ  ენებს.

591-94-35-65

datokesareli@gmail.com

ბიოგრაფია

დათო კესარელი

დათო კესარელი

ადვოკატის თანაშემწე

ეთერ ერაძე საადვოკატო ბიურო „OK&CG”-ში ადვოკატის თანაშემწედ მუშაობს 2016 წლის დეკემბრიდან.

2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

DXGcJLgQ6QY0j7krJYeF3YkWVkTN8E

2016 წლიდან დღემდე არის  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი  კერძო-ბიზნეს სამართლის მიმართულებით.

2015 წლის ივნისიდან იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი

2016 წელს გავლილი აქვს სტაჟირების 3 თვიანი კურსი -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტში.

2012 -2015 წლებში იყო „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის „ აქტიური წევრი და მონაწილეობა აქვს მირებული ორგანიზაციის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა თუ იმიტირებულ პროცესებში.

571-00-00-41

etereradze@myadvokat.ge

ბიოგრაფია

ეთერ ერაძე

ეთერ ერაძე

ადვოკატის თანაშემწე

თამარ ხავთასი საადვოკატო ბიურო OK&CG-ში ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე 2017 წლის იანვრიდან მუშაობს.

2017 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.

n4qyChd9lIVLcBMKSdInrh4xm8SbaC

2015 წლის სექტემრიდან 2016 წლის აგვისტომდე გაცვლითი პროგრამით სწავლობდა გერმანიაში ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

2015 წლის აგვისტოში მოიპოვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (დაად) უმაღლესი სასწავლებლის საზაფხულო სკოლის სტიპენდია და გაიარა სამართლებრივი გერმანულის კურსი მიუნსტერის უნივერსიტეტში, გერმანიაში.

2015 წლის იანვრიდან ამავე წლის ივლისამდე გადიოდა სტაჟირებას ,,დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტში“.

2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ივლისამდე იყო ადვოკატის თანაშემწე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.

2014 წლის ოქტობრიდან ამავე 2015 წლის იანვრამდე გადიოდა სტაჟირებას საქართველოს პარლამენტში.

2014-2015 წლებში მოიპოვა სტიპენდიები პროგრამის ფარგლებში ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“.

აქტიურად მონაწილეობდა კონფერენციებში, ტრენინგებში, კონკურსებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

თავისუფლად ფლობს ქართულ და გერმანულ ენებს, ასევე საშუალო დონეზე ფლობს ინგლისურ ენას.

551-18-34-71

khavtasit@gmail.com

ბიოგრაფია

თამარ ხავთასი

თამარ ხავთასი

ადვოკატის თანაშემწე