იპოთეკის მოწმობა
იპოთეკის მოწმობა

იპოთეკის მოწმობა

1. იპოთეკის მოწმობა არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მისი კანონიერი მფლობელის უფლებას:

ა) მოითხოვოს იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება;

ბ) ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის საგნიდან.

2. იპოთეკის მოწმობა დგება ერთ ეგზემპლარად.

 

იპოთეკის მოწმობის შინაარსი

1. იპოთეკის მოწმობა უნდა შეიცავდეს:

ა) სათაურში აღნიშვნას „იპოთეკის მოწმობა“;

ბ) იპოთეკარის სახელსა და მისამართს;

გ) მოვალის სახელსა და მისამართს;

დ) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელსა და მისამართს;

ე) იპოთეკით დატვირთული ქონების სარეგისტრაციო კოდს, იპოთეკის საგნის მისამართს;

ვ) აღნიშვნას იპოთეკის მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, შესაბამისი რეკვიზიტების მითითებით;

ზ) მითითებას იმის თაობაზე, არის თუ არა იპოთეკის საგანი ან მისი ნაწილი დატვირთული სხვა იპოთეკით ან სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლებით;

თ) იპოთეკის ხელშეკრულების შედგენის ადგილსა და თარიღს;

ი) უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას;

კ) იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას, ხოლო თუ ვალდებულება ნაწილ-ნაწილ უნდა შესრულდეს, – მისი შესრულების ვადებს;

ლ) იპოთეკის მოწმობის გაცემის თარიღს.

2. იპოთეკის მოწმობის ნამდვილობა დასტურდება საჯარო რეესტრის ბეჭდით.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს იპოთეკის მოწმობის ბათილობა

სერვისები