იპოთეკის მოწმობის დაგირავება/გაუქმება
იპოთეკის მოწმობის დაგირავება/გაუქმება

იპოთეკის მოწმობის დაგირავება

1. იპოთეკის მოწმობა შეიძლება დაგირავდეს მისი მფლობელის ან სხვა ნებისმიერი პირის სასარგებლოდ, ფასიანი ქაღალდების დაგირავებისთვის დადგენილი წესით.

2. იპოთეკის მოწმობის გირავნობა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

 

იპოთეკის მოწმობის გაუქმება

1. იპოთეკის მოწმობა უქმდება:

ა) იპოთეკის მოწმობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში;

ბ) უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის იპოთეკის მოწმობის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში.

2. იპოთეკის მოწმობის გაუქმება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

სერვისები