მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება
მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება

ცნება. 
მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების განმარტება

1. სპეციალური დათქმის არარსებობისას საქმის გარემოებებიდან, კერძოდ, ხელშეკრულების მიზნიდან უნდა დადგინდეს:

ა ) უფლება მესამე პირმა უნდა შეიძინოს თუ არა;

ბ ) ეს უფლება მას მაშინათვე წარმოეშობა, თუ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას;

გ ) ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან თუ არა, მესამე პირის უფლება გააუქმონ ან შეცვალონ მისი თანხმობის გარეშე.

2. მხარე, რომელმაც ხელშეკრულებაში გააკეთა დათქმა მესამე პირის სასარგებლოდ, ინარჩუნებს უფლებას, შეცვალოს ხელშეკრულებაში მითითებული მესამე პირი, მიუხედავად კონტრაჰენტის თანხმობისა.

 

მესამე პირის უარი ხელშეკრულებით შეძენილ უფლებაზე

თუ მესამე პირი უარს ამბობს ხელშეკრულებით შეძენილ უფლებაზე, მაშინ კრედიტორს შეუძლია თვითონ მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, თუ ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

სერვისები