მოვალის მიერ ვადის გადაცილება, ცნება
მოვალის მიერ ვადის გადაცილება, ცნება

მოვალის მიერ ვადის გადაცილება, ცნება

მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:

ა ) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას

 

ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა

ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

მოვალის პასუხისმგებლობა

მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც.

სერვისები