შენახული საგნის უკან გამოთხოვა მოვალის მიერ
შენახული საგნის უკან გამოთხოვა მოვალის მიერ

 შენახული საგნის უკან გამოთხოვა მოვალის მიერ

1. მოვალეს უფლება აქვს შენახული საგანი კრედიტორის მიერ მის მიღებამდე უკანვე მოითხოვოს, თუ მან თავიდანვე უარი არ თქვა უკან დაბრუნებაზე. თუ მოვალე უკან ითხოვს საგანს, მაშინ ითვლება, რომ შენახვა არ შემდგარა.

2. მოვალეს შეუძლია ჩაბარებული საგანი უკან დაიბრუნოს, თუ კრედიტორი უარს ამბობს მასზე, ან თუ გავიდა 441-ე მუხლით განსაზღვრული ვადა.

3. თუ მოვალე საგანს უკან იბრუნებს, მაშინ შენახვის ხარჯებიც მასვე ეკისრება.

 

 შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

შენახვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება კრედიტორს.

სერვისები