მოთხოვნათა გაქვითვის დაუშვებლობა
მოთხოვნათა გაქვითვის დაუშვებლობა

მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია:

ა ) თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული;

ბ ) თუ ვალდებულების საგანზე არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა, ან ვალდებულების საგანს შეადგენს სარჩო;

გ ) თუ ვალდებულება ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით;

დ ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

ვალდებულების შეწყვეტა ვალის პატიებით, ცნება

ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას.

 

ვალდებულებათა გაქვითვა შესრულების სხვადასხვა ადგილის არსებობისას

ვალდებულებათა გაქვითვა დასაშვებია მაშინაც, როცა მოთხოვნებისათვის გათვალისწინებულია შესრულების სხვადასხვა ადგილი.

სერვისები