ძირითადი მოვალისათვის ვალის პატიების შედეგები
1. ვალის პატიება ძირითადი მოვალისათვის ათავისუფლებს თავდებ პირებსაც.
2. თავდების განთავისუფლება ვალის გადახდისაგან არ ათავისუფლებს ძირითად მოვალეს ვალდებულების შესრულებისაგან.
3. ერთ-ერთი თავდების განთავისუფლება ვალის გადახდისაგან ათავისუფლებს სხვა თავდებ პირებსაც.
ორმხრივ ხელშეკრულებებში მოთხოვნაზე უარის თქმის შედეგები
ორმხრივ ხელშეკრულებებში ერთ-ერთი მხარის მიერ თავის მოთხოვნაზე უარის თქმა არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. იგი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი მოვალეობანი, ვიდრე მეორე მხარესაც არ უთქვამს უარი თავის მოთხოვნაზე.