ვალდებულების შესრულება ერთ-ერთი კრედიტორისათვის
ვალდებულების შესრულება ერთ-ერთი კრედიტორისათვის

 ვალდებულების შესრულება ერთ-ერთი კრედიტორისათვის

ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორისათვის ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს მოვალეს დანარჩენი კრედიტორების წინაშე ვალდებულებისაგან.

 

 სხვა კრედიტორთან დაკავშირებული ფაქტების გამოყენების დაუშვებლობა

მოვალეს არ შეუძლია ერთ-ერთი კრედიტორის მიმართ გამოიყენოს ისეთი ფაქტები, რომლებიც სხვა კრედიტორთანაა დაკავშირებული.

 

ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორის უარის თქმის შედეგები

თუ ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორი უარს იტყვის მოვალის წინაშე მოთხოვნაზე, მაშინ მოვალე თავისუფლდება მხოლოდ იმ ნაწილის გადახდისაგან, რომელიც მოცემულ კრედიტორს ერგებოდა.

 

 ვალდებულების შესრულება ნებისმიერი კრედიტორის წინაშე

მოვალეს შეუძლია თავისი სურვილისამებრ ვალდებულება შეასრულოს ნებისმიერი კრედიტორის წინაშე, თუკი ერთ-ერთ კრედიტორს მისთვის არ წაუყენებია შესაგებელი 455-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნით.

სერვისები