სხვა სოლიდარულ მოვალესთან დაკავშირებული ფაქტების გამოყენების დაუშვებლობა
სხვა სოლიდარულ მოვალესთან დაკავშირებული ფაქტების გამოყენების დაუშვებლობა

სხვა სოლიდარულ მოვალესთან დაკავშირებული ფაქტების გამოყენების დაუშვებლობა

ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალესთან დაკავშირებული ფაქტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ პირის მიმართ, თუ ვალდებულებითი ურთიერთობიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კრედიტორს არ ართმევს უფლებას შეიტანოს სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.

 

შესრულების მიღების დაყოვნების შედეგები

1. კრედიტორის მიერ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისაგან შესრულების მიღების დაყოვნების შედეგები ძალაშია დანარჩენი სოლიდარული მოვალეების მიმართაც.

2. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ შესრულების ვადის დაყოვნების შედეგები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანარჩენი სოლიდარული მოვალეების მიმართაც.

სერვისები