სოლიდარული მოვალის მემკვიდრეთა უფლებები
სოლიდარული მოვალის მემკვიდრეთა უფლებები

თუ ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, მაშინ თითოეული მათგანი ვალდებულია შეასრულოს მოთხოვნა თავ-თავისი სამკვიდრო წილის შესაბამისად. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოთხოვნა განუყოფადია.

 კრედიტორის მოთხოვნის გაერთიანება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის ვალთან

თუ კრედიტორის მოთხოვნა ერთიანდება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის ვალთან, მაშინ დანარჩენ მოვალეთა მიმართ ვალდებულება წყდება იმ ოდენობით, რაც ამ მოვალის წილზე მოდიოდა.

 

უკუმოთხოვნის უფლება ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულებისას

1. მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. როდესაც შეუძლებელია მოვალეთა პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრა, ისინი ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ თანაბარი წილით.

სერვისები