საქონლის მიყიდვა რამდენიმე პირისათვის
თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო, თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ – მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.
გაყიდული საქონლის მიწოდება ნაწილ-ნაწილ
გაყიდული საქონლის ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას, თუ ერთი მხარის მიერ მიწოდების მხოლოდ ერთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეიქმნა რეალური საშიშროება იმისა, რომ მომავალი მიწოდების ვალდებულებებიც არ შესრულდება, მაშინ მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.