გამყიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვა
ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს გამყიდველის პასუხისმგებლობა ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას, მაგრამ ასეთი შეთანხმება ბათილი იქნება, თუ გამყიდველი განზრახ დუმდა ნივთის ნაკლის შესახებ.
უფლების ან სხვა ქონების გადასვლა
1. ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც.
2. უფლების გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველი კისრულობს ამ უფლების ნამდვილობის დასაბუთებასა და გადაცემის ხარჯებს.
3. თუ გაყიდულია უფლება, რომელიც იძლევა ნივთის ფლობის შესაძლებლობას, მაშინ გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი.