გამოსყიდვის ფასი
გამოსყიდვის ფასი

გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე.

გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობა

გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

გამოსყიდვამდე ნივთის გასხვისების ბათილობა

თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია.

 

გამოსყიდვამდე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება

თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა) ან შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი.

 

საკუთვნებლის ბედი ნასყიდობისას

მყიდველი ვალდებულია ნაყიდი ნივთი დააუბრუნოს საკუთვნებელთან ერთად.

 

 

 

სერვისები