ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ნივთის მოწონების პირობით დაიდოს, თუ მყიდველი შეთანხმებულ ვადაში არ დაიწუნებს ნივთს. დაწუნების შემთხვევაში მხარეები მოვალენი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს.
1. თუ მესამე პირმა ხელშეკრულებით იკისრა დამატებითი ვალდებულება, რომლის შესრულების შესაძლებლობაც უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს არა აქვს, მაშინ მან დამატებითი ვალდებულების ნაცვლად უნდა გადაიხადოს მისი ღირებულება.
2. თუ შეუძლებელია დამატებითი ვალდებულების ფულადი შეფასება, მაშინ უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება დაუშვებელია; დამატებითი ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ძალას კარგავს, თუ ხელშეკრულება დაიდო უპირატესი შესყიდვის უფლებისათვის გვერდის ასახვევად.