ქვექირავნობის ბედი ქირავნობის ურთიერთობის დასრულებისას
თუ ქვექირავნობა მიზნად ისახავს ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის გარანტიებისათვის გვერდის ავლას, მაშინ ქირავნობის ურთიერთობის დასრულებისას გამქირავებელი თავის თავზე იღებს იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც არსებობდა დამქირავებელსა და ქვემოქირავნეს შორის.
ქირავნობის ურთიერთობის უზრუნველყოფის ოდენობა
1. თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელს ეკისრება ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების წარდგენა, მაშინ უზრუნველყოფის თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის ქირის სამმაგ ოდენობას. თუ ფულადი თანხა წინასწარ არის გადასახდელი, მაშინ დამქირავებელი უფლებამოსილია გადაიხადოს იგი ყოველთვიურად თანაბარ ნაწილებად სამი თვის განმავლობაში.
2. წინასწარ გადახდილ უზრუნველყოფას უნდა დაერიცხოს კანონით დადგენილი პროცენტები და ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდეს დამქირავებელს პროცენტებთან ერთად.
3. დამქირავებლის საზიანოდ დადებული სხვაგვარი შეთანხმება ბათილია.