1. ლიზინგის საგანი ცალკე უფლების ობიექტია იმ შემთხვევაშიც, თუ ის გახდება სხვა ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.
2. ლიზინგის საგნის შემძენი იკავებს ლიზინგის გამცემის ადგილს და მასზე გადადის ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.
ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის დაუშვებლობა
ლიზინგის ხელშეკრულებით არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე იმ მიზეზით, რომ მეორე მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიზინგის მიმღების მფლობელობის უფლება იზღუდება ამ კოდექსის 5805 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
ქონების მიღება
1. ქონება მიიღება ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის გამცემისთვის ან მიმწოდებლისთვის იმის დადასტურებით, რომ ქონება შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, ან როდესაც ლიზინგის მიმღები არ აცხადებს ქონებაზე უარს მას შემდეგ, რაც მისი შემოწმების გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა, ან როცა ლიზინგის მიმღები იწყებს ქონებით სარგებლობას.
2. ქონების მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მიმწოდებლისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ ქონება არ შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს.
3. ქონების მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღებზე გადადის ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი.
ქონების მიწოდების პირობების დარღვევა
1. თუ ქონება ლიზინგის მიმღებს არ მიეწოდა, მიეწოდა ვადაგადაცილებით ან ის არ შეესაბამება ლიზინგის ხელშეკრულების პირობებს, ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, არ მიიღოს ქონება და მიმწოდებლისგან მოითხოვოს იმგვარი ქონება, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისი იქნება, ან/და მოითხოვოს მისგან ზიანის ანაზღაურება.
2. ქონების მიწოდების პირობების დარღვევისას ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი რჩება მიმწოდებელზე, ამ კოდექსის 5805 მუხლისდებულებათა გათვალისწინებით.