ლიზინგის მიმღების უფლებები მოთხოვნის დათმობისას
ლიზინგის მიმღების უფლებები მოთხოვნის დათმობისას

ლიზინგის მიმღების უფლებები მოთხოვნის დათმობისას

ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიზინგის გამცემის მოთხოვნის დათმობისას მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულისაგან განსხვავებულ წესზე.

უნაკლო ქონების გადაცემის ვალდებულება

1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, რომ ქონება იქნება ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობაში და გამოდგება იმ სარგებლობისთვის, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, გამიზნულია ასეთი ქონება.

2. ლიზინგის მიმღები პასუხისმგებელია იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ქონების იმ აღწერილობასთან შესაბამისობით, რომელიც მან მიაწოდა ლიზინგის გამცემს ან მიმწოდებელს

 

ლიზინგის მიმღების ვალდებულებები ლიზინგის საგნის მოვლასთან და დაბრუნებასთან დაკავშირებით

1.  ლიზინგის მიმღებმა სათანადოდ უნდა მოუაროს ლიზინგის საგანს, უნდა გამოიყენოს ის მიზნობრივად, იმ დანიშნულებით, რომლითაც, ჩვეულებრივ, ამ ქონებას იყენებენ, და უნდა შეინარჩუნოს ის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიბარა, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით.

2. თუ ლიზინგის ხელშეკრულება განსაზღვრავს ლიზინგის საგნის სათანადო მოხმარების ვალდებულებას ანდა მწარმოებელი ან მიმწოდებელი ადგენს ქონების მოხმარების წესებს, ლიზინგის მიმღების ლიზინგის საგნის სათანადო მოხმარების ვალდებულებასთან ან ქონების მოხმარების წესებთან შესაბამისობა ჩაითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ლიზინგის მიმღების ვალდებულების შესრულებად.

3. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის მიმღები, თუ ის არ იყენებს ქონებას ან არ აქვს უფლება, შეიძინოს ქონება ან ლიზინგით დაიტოვოს ის დამატებითი ვადით, ვალდებულია ქონება დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მდგომარეობაში.

სერვისები