ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია
ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია

1. უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, – გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.

2. უფლებამოსილ პირს შეუძლია დაკარგული ტვირთის გამო ზიანის ანაზღაურებისას წერილობით მოითხოვოს, რომ მას დაუყოვნებლივ შეატყობინონ, თუ ზიანის ანაზღაურებიდან ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება დაკარგული ტვირთი. ამ მოთხოვნაზე პასუხი ასევე წერილობით უნდა გაიცეს.

3. უფლებამოსილ პირს შეუძლია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი დღის ვადაში მოითხოვოს, რომ ტვირთი ჩაბარდეს მას ზედნადებიდან გამომდინარე უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ და მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების პირობით, საჭიროებისას – ზიანის ანაზღაურებისას წარმოშობილი ხარჯების გამოკლებით; მისი მოთხოვნები გადაზიდვის ვადის დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე 692-ე და 694-ე მუხლების მიხედვით უცვლელი რჩება.

4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში გათვალისწინებული მოთხოვნა წარდგენილი არ იქნება, ან არ არის მითითება მესამე ნაწილში გათვალისწინებული ოცდაათდღიანი ვადის გამო, ანდა ტვირთი ნაპოვნი იქნება გადახდიდან ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ გადამზიდველს შეუძლია ტვირთი განკარგოს იმ ადგილას მოქმედი წესების მიხედვით, სადაც ტვირთი იმყოფება. მუხლი 690. დანამატის მიღების მოთხოვნის უფლება თუ მიმღებს ტვირთი ჩაბარდა იმ დანამატის გადაუხდელად, რომელიც გადამზიდველს უნდა მიეღო დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიტანის შემდეგ, მაშინ გადამზიდველს შეუძლია, რეგრესულ უფლებაზე მითითებით, გამგზავნს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.

საფრთხეშემცველი ტვირთის გაგზავნის წესი

1. თუ გამგზავნი გზავნის საფრთხეშემცველ ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია გადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი – დააზღვიოს ეს ტვირთი. თუ ეს ვალდებულება არ არის შეტანილი ზედნადებში, მაშინ გამგზავნსა და მიმღებს ევალებათ სხვა საშუალებებით დაამტკიცონ, რომ გადამზიდველმა ზუსტად იცოდა ტვირთის სახეობა და მოსალოდნელი საფრთხე.

2. საფრთხეშემცველი ტვირთი, რომლის საფრთხის შესახებაც პირველი ნაწილის მიხედვით გადამზიდველმა არაფერი იცოდა, გადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან გააუვნებელყოს იგი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გარეშე; გამგზავნი ასევე აგებს პასუხს ამ ტვირთის გადასაზიდად გადაცემით ან გადაზიდვებით გამოწვეული ზიანისა და ხარჯებისათვის.

ტვირთის ღირებულება ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისას

1. თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით.

2. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას – საბაზრო ფასით; თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ – მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად.

3. გადაზიდვის თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ხარჯები ტვირთის მთლიანად დაკარგვისას უნდა დაბრუნდეს მთლიანად, ხოლო ნაწილობრივ დაკარგვისას – ნაწილობრივ.

4. თუ გადაცილებულია ტვირთის მიტანის ვადა და უფლებამოსილი პირი დაამტკიცებს, რომ ამის გამო წარმოიშვა ზიანი, გადამზიდველმა უნდა აანაზღაუროს იგი მხოლოდ ამ ტვირთის ღირებულების ოდენობამდე. მეტის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა 694-ე მუხლის თანახმად არსებობდა განსაკუთრებული ინტერესი ამ გადაზიდვის მიმართ, ან მითითებული იყო ტვირთის ღირებულება.

ზიანის ანაზღაურება ტვირთის დაზიანებისას

1. ტვირთის დაზიანებისას გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს ის საზღაური, რომლითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება და რომელიც გამოითვლება 692-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში დადგენილი ტვირთის ღირებულების მიხედვით. 2. ზიანის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომელიც: ა) უნდა გადახდილიყო ტვირთის მთლიანად დაკარგვისას, თუკი მთელი ტვირთი დაზიანების შედეგად მთლიანად გაუფასურდა; ბ) უნდა გადახდილიყო ტვირთის გაუფასურებული ნაწილის დაკარგვისას, თუკი დაზიანების შედეგად გაუფასურდა ტვირთის მხოლოდ ერთი ნაწილი.

განსაკუთრებული დაინტერესების აღნიშვნა ზედნადებში

1. გამგზავნს შეუძლია დათქმული დანამატის გადახდის საფუძველზე ზედნადებში აღნიშნოს თავისი განსაკუთრებული დაინტერესება ამ გადაზიდვით იმ შემთხვევებისათვის, როცა დაიკარგება ან დაზიანდება ტვირთი, ანდა გადაცილებული იქნება მისი ჩაბარების ვადა.

2. თუ უკვე გამოხატულია განსაკუთრებული დაინტერესება მოცემული გადაზიდვით, 692-ე და 693-ე მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად შეიძლება მოთხოვილ იქნეს დამატებითი ზიანის ანაზღაურება დაინტერესებაში გამოხატული ოდენობით.

პროცენტის მოთხოვნა უზრუნველყოფილ ზიანის ანაზღაურებაზე

1. ტვირთზე უფლებამოსილ პირს შეუძლია მისთვის უზრუნველყოფილ ზიანის ანაზღაურებაზე მოითხოვოს წლიური ხუთი პროცენტი. პროცენტების ათვლა იწყება გადამზიდველის მიმართ რეკლამაციის წარდგენის დღიდან ან თუ რეკლამაცია არ იყო წარდგენილი, – სარჩელის შეტანის დღიდან.

2. თუ ზიანის ანაზღაურება დადგენილია იმ ფულად ერთეულში, რომელიც არ მოქმედებს ქვეყანაში, და მოთხოვილია გადახდა, კურსი განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების გადახდის ადგილზე იმ დღეს მოქმედი კურსის შესაბამისად.

არასახელშეკრულებო მოთხოვნები გადაზიდვებისას

1. თუ დანაკარგმა, დაზიანებამ ან ვადის გადაცილებამ, რომლებიც ამ თავით მოწესრიგებული გადაზიდვების დროს წარმოიშვა, შეიძლება მოქმედი წესების მიხედვით არასახელშეკრულებო მოთხოვნები გამოიწვიოს, მაშინ ამის საპასუხოდ გადამზიდველს შეუძლია მიუთითოს ამ თავის იმ წესებზე, რომლებიც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავენ, ან ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავენ, ანდა ზღუდავენ.

2. თუ გამოყენებული იქნება არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის მოთხოვნები დანაკარგის, დაზიანებისა და ვადის გადაცილებისთვის ერთ-ერთი პირის მიმართ, მაშინ მას შეუძლია დაეყრდნოს ამ თავის იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ მის პასუხისმგებლობას, ან განსაზღვრავენ ზიანის ანაზღაურების ოდენობას ანდა, ზღუდავენ მას.

პასუხისმგებლობისაგან გადამზიდველის გათავისუფლების დაუშვებლობა გადამზიდველს არ შეუძლია დაეყრდნოს ამ თავის იმ წესებს, რომლებიც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავენ ან ზღუდავენ, ანდა მტკიცების ტვირთისაგან ათავისუფლებენ მას, თუკი ზიანი გამოწვეულია მისი ბრალით.

სერვისები