ცნება.
საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად.
მინდობილი მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი
1. მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით.
2. მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. თუ მინდობილი მესაკუთრე, საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი.
საკუთრების მინდობის ხარჯების ანაზღაურება
1. მინდობილი მესაკუთრე მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის საკუთრების მიმნდობისაგან არ იღებს გასამრჯელოს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება საკუთრების მიმნდობს.
3. ქონების ნაყოფი რჩება საკუთრების მიმნდობს.
საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ფორმა საკუთრების მინდობის ხელშეკრულება იდება წერილობით.
მინდობილი მესაკუთრის პასუხისმგებლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში პასუხს აგებს მინდობილი მესაკუთრე.
დავალების ხელშეკრულების წესების გამოყენება საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების შესაბამისი წესები.