შუამავლობა სესხებისას
შუამავლობა სესხებისას

 სასესხო მაკლერი იმ ხელშეკრულების მიმართ, რომლითაც პირი კისრულობს სხვა პირისათვის სესხის ხელშეკრულების დადების შუამავლობას (სასესხო მაკლერი), გამოიყენება შუამავლობის ზოგადი წესები, თუ 752-ე და 753-ე მუხლებიდან სპეციფიკური წესები არ გამომდინარეობს. 

 

ხელშეკრულების ფორმა

1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს სასესხო მაკლერის გასამრჯელოს ოდენობა სესხიდან განსაზღვრული პროცენტის მითითებით; გარდა ამისა, ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: სესხის ოდენობა, ვადა, პროცენტი, გადახდის დრო, გადახდის კურსი, პროცენტის ვადის ხანგრძლივობა, დამატებითი ხარჯები, შემკვეთის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხა, სესხის მიმცემის სახელი და მისამართი. ეს წესები არ გამოიყენება, როცა შეკვეთა ეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხს ან მიწის ნაკვეთის შესაძენად გაცემულ სესხს, რომელიც შემკვეთმა უნდა გამოიყენოს თავისი დამოუკიდებელი პროფესიული ან სამეწარმეო ანდა საუწყებო თუ სამსახურებრივი საქმიანობისათვის.

3. ხელშეკრულების ტექსტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სესხის გაცემის შუამდგომლობასთან. სასესხო მაკლერმა შემკვეთს უნდა გადასცეს ხელშეკრულების ასლი.

 

გასამრჯელოს გადახდის მოვალეობა

1. შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ მან შუამავლობის შედეგად მიიღო სესხი. შემკვეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ დადებული შეთანხმება ბათილია.

2. სასესხო მაკლერს არ შეუძლია მოითხოვოს სხვა გასამრჯელო, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულისა, იმ მოქმედებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სესხის აღების შუამავლობასთან.

 

სავაჭრო მაკლერი სავაჭრო მაკლერის მიმართ გამოიყენება კანონი მეწარმეთა შესახებ.

სერვისები