სადაზღვევო შესატანი
 სადაზღვევო შესატანი

 სადაზღვევო შესატანის გადახდის ვალდებულება

1. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ.

2. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.

 

პირველი სადაზღვევო შესატანი

პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.

სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდა

1. თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება.

2. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.

 

ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდის გამო თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.

სადაზღვევო შესატანის გადახდის შეწყვეტა დამზღვევს შეუძლია შეწყვიტოს სადაზღვევო შესატანის გადახდა, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გაირკვა, რომ მზღვევლის ეკონომიური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ არსებობს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობათა შეუსრულებლობის რეალური საფრთხე.

სერვისები