ზიანის დაზღვევა
ზიანის დაზღვევა

ზიანის დაზღვევა

ა) ხელშეკრულების შინაარსი

ზიანის ფულადი ანაზღაურების ვალდებულება ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით.

 

ზიანის ანაზღაურების ფარგლები მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

სადაზღვევო შედარება

1. თუ აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება დაზღვეული ინტერესის ღირებულებას (სადაზღვევო ღირებულებას), მაშინ როგორც დამზღვევს, ისე მზღვეველს გადაჭარბებული დაზღვევის თავიდან აცილების მიზნით შეუძლიათ მოითხოვონ სადაზღვევო თანხის შემცირება სადაზღვევო შესატანის დაუყოვნებლივ შესაბამისი შემცირებით.

2. თუ დამზღვევი მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვით დებს ხელშეკრულებას დაზღვევის გაზრდის გზით, მაშინ ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება. ხელშეკრულების ბათილობამდე მზღვევლისათვის გადახდილი შენატანები მას რჩება, თუ მისთვის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ცნობილი არ იყო ბათილობის შესახებ.

 

ქონების დაზღვევის თავისებურებანი სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მიუღებელი სარგებლის დაზღვევა დაზღვევა ვრცელდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეულ მიუღებელ სარგებელზედაც, თუ ეს გათვალისწინებულია შეთანხმებით.

ნივთთა ერთობლიობის დაზღვევა თუ დაზღვეულია ნივთების ერთობლიობა, მაშინ დაზღვევა ვრცელდება მასში შემავალ ყველა ნივთზე.

 

სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა მზღვეველი არ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის ოდენობაზე მეტი თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღემატება სადაზღვევო ღირებულებას.

შემცირებული ან არასრული დაზღვევა.

ორმაგი დაზღვევა 1. თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (შემცირებული ან არასრული დაზღვევა), მაშინ მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების შეფარდების შესაბამისად.

2. პირი, რომელმაც ერთი და იგივე ინტერესი ერთდროულად რამდენიმე მზღვეველთან დააზღვია, მოვალეა ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს თითოეულ მზღვეველს. შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს ყველა მზღვევლის ვინაობა და სადაზღვევო თანხის ოდენობა.

3. თუ მოცემული ინტერესი ერთი და იმავე რისკისაგან რამდენიმე მზღვეველთან არის დაზღვეული და სადაზღვევო თანხები ჯამში სადაზღვევო ღირებულებას აჭარბებენ, ან, თუ სხვა მიზეზების გამო საზღაურთა ჯამი, რომელიც თითოეული მზღვევლის მიერ სხვა ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში გადახდილი იქნებოდა, აჭარბებს მთელ ზიანს (ორმაგი დაზღვევა), მაშინ მზღვევლები მოვალენი არიან დამზღვევის წინაშე – როგორც სოლიდარული მოვალეები – იმ თანხის ფარგლებში, რაც მათ დამზღვევთან დადებული ხელშეკრულებით აქვთ გაფორმებული, მაგრამ დამზღვევს არა აქვს უფლება მიიღოს ჯამში რეალურ ზიანზე მეტი თანხა.

 

ორმაგი დაზღვევის ბათილობა თუ დამზღვევმა გააფორმა ორმაგი დაზღვევა მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების მიზნით, მაშინ თითოეული ხელშეკრულება, რომელიც ამ მიზნით არის დადებული, ჩაითვლება ბათილად.

დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

მზღვევლის მითითების შესრულების მოვალეობა

1. დამზღვევი მოვალეა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და ამასთან დაკავშირებით შეასრულოს მზღვევლის მითითებები.

2. მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს ის ხარჯები, რომლებიც მისი მითითებით იქნა გაღებული.

 

ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანის დაზღვევა

მზღვეველი ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანისათვის მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს, თუ ეს გათვალისწინებულია სპეციალური შეთანხმებით.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან

1. თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

2. თუ დამზღვევის უფლება ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეხება მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს, მაშინ უფლების გადასვლა გამორიცხულია, როცა ოჯახის წევრმა ზიანი განზრახ გამოიწვია.

 

დაზღვეული ქონების გასხვისების შედეგები თუ დაზღვეული ქონება გასხვისდა, მაშინ დამზღვევის უფლებები და მოვალეობები გადადის შემძენზე.

 

შეტყობინების ვალდებულება დაზღვეული ქონების გასხვისებისას მზღვეველს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაზღვეული ქონების გასხვისების შესახებ. თუ შემძენმა ან გამსხვისებელმა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა მზღვეველს, მაშინ იგი თავისუფლდება ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუკი სადაზღვევო შემთხვევა დადგა ორი კვირის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა მზღვეველს შეტყობინება მიღებული უნდა ჰქონოდა.

 

დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას

1. მზღვეველს უფლება აქვს ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით შეწყვიტოს სადაზღვევო ურთიერთობა შემძენთან. ხელშეკრულების მოშლის უფლება ძალას კარგავს, თუ მზღვეველმა არ ისარგებლა ამით ერთი თვის მანძილზე იმ მომენტიდან, როცა მან შეიტყო ქონების გასხვისების შესახებ.

2. შემძენს უფლება აქვს მოშალოს დაზღვევის ხელშეკრულება; მოშლა შეუძლია მას მხოლოდ დაუყოვნებლივ ან დაზღვევის მიმდინარე პერიოდის დამთავრებისათვის. მოშლის უფლება ქარწყლდება, თუ შემძენი შეძენიდან ერთი თვის ვადაში არ ისარგებლებს ამ უფლებით; ხოლო, თუ შემძენისათვის ცნობილი არ იყო დაზღვევის შესახებ, მაშინ მოშლის უფლება ძალაშია ერთი თვის გასვლამდე იმ მომენტიდან, როცა შემძენმა შეიტყო სადაზღვევო ურთიერთობის შესახებ.

3. თუ დაზღვევის ხელშეკრულება მოიშალა ამ წესების საფუძველზე, მაშინ გამსხვისებელი მოვალეა მზღვეველს გადაუხადოს სადაზღვევო შესატანი, მაგრამ არა იმაზე მეტი, რაც დაზღვევის პერიოდში უნდა გადაეხადა, ხელშეკრულების მოშლის მომენტის ჩათვლით; ამ შემთხვევაში შემძენი პასუხს არ აგებს სადაზღვევო შესატანის გადახდაზე.

სერვისები