საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტა
 საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტა

 საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტა

1. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ორივე მხარის მიერ ნებისმიერ დროს.

2. საკრედიტო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ისე შეწყვიტოს საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება, რომ ანგარიშის მფლობელმა სხვაგვარად შეძლოს საანგარიშსწორებო მომსახურების მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი შეწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს ან საკრედიტო დაწესებულების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კანონით არის განსაზღვრული.

 

გადახდა ჩეკის საფუძველზე სათანადო შეთანხმებისას

საკრედიტო დაწესებულება მოვალეა აქტივის ფარგლებში აანაზღაუროს ანგარიშის მფლობელის მიერ ხელმოწერილი ჩეკი ჩეკის შესახებ კანონის შესაბამისად. ამ დროს გამოიყენება უნაღდო ანგარიშსწორების ხელშეკრულების წესები.

 

ჩეკის ინკასირება საკრედიტო დაწესებულება დამატებითი შეთანხმების გარეშეც საანგარიშსწორებო ხელშეკრულებით მოვალეა ანგარიშის მფლობელის წინაშე მოახდინოს ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი ჩეკების ინკასირება საკრედიტო დაწესებულებაში მათი დროულად წარდგენით, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში – მიიღოს უზრუნველყოფის საჭირო ზომები.

სერვისები