ცნება - საკრედიტო დაწესებულების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა
1. ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა.
2. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ფულადი თანხა შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს უკან გამოთხოვილი.
3. ანაბრებს შესაბამისად უნდა დაერიცხოს პროცენტები.
4. ანაბრის მიმღები და საკრედიტო დაწესებულების დირექტორები (მენეჯერები) ვალდებულნი არიან მეანაბრეს მიაწოდონ ინფორმაცია ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ.
5. ის პირი, რომელიც ბრალეულად გასცემს არასწორ ინფორმაციას ან უარს ამბობს საჭირო მონაცემების მიწოდებაზე, ვალდებულია მეანაბრეს აუნაზღაუროს არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან ინფორმაციის გაუცემლობით წარმოშობილი ზიანი.
6. ასევე აგებენ პასუხს სოლიდარულად ბანკის დირექტორები (მენეჯერები), რომლებიც სარეკლამო ბროშურების მეშვეობით ან სხვაგვარად საჯაროდ ავრცელებენ არასწორ მონაცემებს ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ.
შემნახველი წიგნაკი საკრედიტო დაწესებულება შემნახველი წიგნაკის გაცემისას უფლებამოსილია შეავსოს იგი მხოლოდ სახელობით (კონკრეტულ პირზე).