თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა
თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა

  თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა

თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

რამდენიმე თავდების პასუხისმგებლობა ერთი და იმავე ვალდებულებისათვის თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

პასუხისმგებლობა წინამორბედ თავდებთა მიერ ნაკისრი ვალდებულებებისათვის თავდები, რომელმაც კრედიტორის წინაშე ივალდებულა წინამორბედ თავდებთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ისევე აგებს პასუხს მათთან ერთად, როგორც, ჩვეულებრივ, – თავდები ძირითად მოვალესთან ერთად.

თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები

1. თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

2. თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა ) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

თავდების უფლება შესაგებელზე

1. თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები. თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე.

2. თავდები არ კარგავს შესაგებლის უფლებას იმის გამო, რომ ძირითადმა მოვალემ უარი თქვა მასზე.

თავდების უარი კრედიტორის დაკმაყოფილებაზე თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე ძირითად მოვალეს უფლება აქვს სადავო გახადოს ის გარიგება, რომელიც საფუძვლად უდევს მის ვალდებულებას.

თავდების პასუხისმგებლობის შემცირება თუ კრედიტორი თავდების საზიანოდ ამცირებს საგირავნო უფლებებს ან უზრუნველყოფის სხვა საშუალებებსა და შეღავათებს, მაშინ თავდების პასუხისმგებლობა მცირდება ზემოაღნიშნული შემცირების შესაბამისი თანხით.

ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შედეგები

1. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.

2. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

სერვისები