ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად  გამოცხადება
  ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად გამოცხადება

  ფასიანი ქაღალდის გამოცხადება ძალადაკარგულად

1. დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდი შეიძლება სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადოს, თუ დოკუმენტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

2. ემიტენტი ვალდებულია ადრინდელ მფლობელს მოთხოვნისამებრ მიაწოდოს ცნობები, რომლებიც აუცილებელია სასამართლოში ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად გამოცხადების საქმის განხილვისა და გადახდის აკრძალვისათვის; ასევე ვალდებულია გასცეს შესაბამისი მოწმობა.

მოწმობის გაცემის ხარჯებს წინასწარ იხდის ადრინდელი მფლობელი.

 ახალი საწარმდგენლო დოკუმენტის გაცემა პირს, რომელმაც მიაღწია საწარმდგენლო სავალო ვალდებულებების ძალადაკარგულად გამოცხადებას, დოკუმენტიდან გამომდინარე მოთხოვნის განხორციელების მიუხედავად, შეუძლია მოსთხოვოს ემიტენტს ძალადაკარგულის სანაცვლოდ ახალი საწარმდგენლო დოკუმენტის გაცემა. მანვე წინასწარ უნდა აანაზღაუროს გაცემის ხარჯები.

 მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა

ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ოცდაათ წელს დოკუმენტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომიდან.

მცირე ღირებულების სავალო დოკუმენტების გაცემა

თუ ემიტენტმა გასცა მცირე ღირებულების სავალო ან სხვა მსგავსი დოკუმენტები, რომლებშიც კრედიტორი არ არის აღნიშნული, ხოლო საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ ემიტენტს სურს გადაუხადოს მფლობელს, მაშინ გამოიყენება 911-ე მუხლის პირველი ნაწილის, 913 – 915-ე და 920-ე მუხლების წესები. II

სერვისები