სამრეწველო საკუთრება
სამრეწველო საკუთრება

 გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა დაცვა

1. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა დაცვა ხორციელდება პატენტის გაცემით საქართველოს საპატენტო კანონის მიხედვით.

2. პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის გამოგონების, სასარგებლო მოდელისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს.

3. გამოგონების, სასარგებლო მოდელისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორობის უფლება განუსხვისებელი და უვადო უფლებაა. 4. პატენტის მოქმედების განმავლობაში პატენტმფლობელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება.

 

სასელექციო უფლებათა დაცვა მცენარეთა და ცხოველთა ჯიშზე (სასელექციო მიღწევა) განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება მოწმობის გაცემით შესაბამისი კანონის საფუძველზე.

 

სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დაცვა

სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება შესაბამისი კანონის მიხედვით, მისი რეგისტრაციის საფუძველზე. სასაქონლო ნიშანზე მოწმობის მიღების უფლება ეკუთვნის მეწარმეს.

წარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების უფლება საქონელზე (მომსახურებაზე) ადგილწარმოშობის დასახელებისა და წარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნის უფლება წესრიგდება შესაბამისი კანონით.

საფირმო სახელწოდების დაცვა საფირმო სახელწოდებაზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება ამ კოდექსით, მეწარმეთა შესახებ კანონითა და სამრეწველო საკუთრების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

საწარმოო-კომერციული საიდუმლოს დაცვა

1. მეწარმეს, რომელიც ფლობს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუს), რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას, რაც დასტურდება მისი საიდუმლოდ შენახვისათვის გაწეული აუცილებელი და საკმარისი ღონისძიებით, განსაკუთრებული უფლება აქვს ამ ინფორმაციაზე.

2. ნოუ-ჰაუზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება ამ კოდექსითა და სამრეწველო საკუთრების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტებით.

სერვისები