საოჯახო სამართალი, საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტა
საოჯახო სამართალი, საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტა

 საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება- მოვალეობათა შეზღუდვა

საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს განსაზღვრული ვადით ანდა ამა თუ იმ პირობების დადგომით.

 

მოვალეობები, რომელთა შეცვლაც საქორწინო ხელშეკრულებით დაუშვებელია

1. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და – დავის შემთხვევაში – სასამართლოში მიმართვის უფლება. 2. ხელშეკრულებით ასევე არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.

 

საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტა

1. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

2. ცალმხრივი უარი საქორწინო ხელშეკრულებაზე დაუშვებელია.

3. საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას.

 

საქორწინო ხელშეკრულების პირობების შეცვლა

სასამართლოს მიერ დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, სასამართლოს შეუძლია შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.

სერვისები