შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ
  შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ

  შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ

1. შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.

2. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

3. შვილები შეიძლება გათავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას.

4. მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას.

 

შვილების მონაწილეობა შრომისუუნარო მშობლების რჩენაში

1. თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

2. ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ.

 

შვილების მონაწილეობა დამატებით ხარჯებში სხვაგვარი შეთანხმების არარსებობისას შვილებს, რომლებიც ალიმენტს უხდიან შრომისუუნარო მშობლებს, შეიძლება დაეკისროთ მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (მშობლების მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

სერვისები