შრომის სამართალი
შრომის სამართალი

 შრომითი სამართალი არის კერძო სამართლის სპეციალური დარგი, რომლის რეგულირების საგანია დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები წარმოიშობა, დამსაქმებლის მხრიდან სამუშაოს შესრულებასა და დამსაქმებლის მიერ სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

 აღნიშნული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, სამოქალაქო კოდექსით, შრომითი კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.

 

 შრომითი კოდექსი მოქმედებს, თუ კონკრეტული ურთიერთობა არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ასევე თუ იგი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ რეგულაციებს.

 

შრომის კოდექსი უპირატესი ძალით სარგებლობს, სამოქალაქო კოდექსის მიმართ, რომელიც მოქმედებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი არ რეგულირდება შრომის კოდექსით ან სხვა სპეციალური კანონით.

 

რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის სუბიექტებს, ესენი არიან:

 

დამსაქმებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.

 

დასაქმებული: ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

 

 შრომის სფეროში მომსახურება, რომელსაც „OK&CG“ გთავაზობთ, გულისხმობს:

 

- შრომითი ხელშეკრულებების(მათ შორის კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები) მომზადებას,

 

- საწარმოთა და იურიდიული პირისათვის შინაგანაწესისა და სხვა დოკუმენტების მომზადებას;

 

- ზოგად კონსულტაციებს შრომითი სამართლის სფეროში; შრომითი ურთიერთობების წარმოშობასთან,

 

- შეცვლასთან შეჩერებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში დახმარებას;

 

- დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კანონიერი ინტერესების დაცვას;

 

- შრომითი ურთიერთობებიდან წარმოქმნილ დავებში წარმომადგენლობას სასამართლოსა და არბიტრაჟში; 

 

- შრომითი ხელშეკრულების ან შრომითი პირობების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფისას კლიენტის ინტერესების დაცვას;

სერვისები