შვილად აყვანა, ცნება
შვილად აყვანა, ცნება

 ცნება

1. შვილება (შვილად აყვანა) დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის.

2. სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.

 

შვილად აყვანის დადასტურება აღმზრდელის გარდაცვალებისას აღმზრდელის გარდაცვალებისას

შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ.

 

შვილად აყვანის დაუშვებლობა ბავშვის გარდაცვალებისას

ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში შვილება არ დაიშვება.

 

გადაწყვეტილების მიღება შვილად აყვანის შესახებ

შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მშვილებლის განცხადებით იღებს სასამართლო მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის შემდეგ.

 

წარმომადგენლის მეშვეობით შვილად აყვანის დაუშვებლობა

1. შვილად აყვანა არ შეიძლება რაიმე პირობით, ვადაზე მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მშვილებლის უფლებაზე, წარმოდგენილ იქნეს სასამართლო წარმოებისას ადვოკატის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მშვილებლის უფლებაზე, მოიძიოს და მოიპოვოს აკრედიტებული სააგენტოების დახმარება შვილად აყვანის პროცედურების დროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

 

შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია

1. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, განმცხადებლის სურვილისამებრ. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია საზღვარგარეთ შეიძლება განახორციელოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ.

2. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს თავისი გადაწყვეტილება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

3. შვილება ნამდვილია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

სერვისები