შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი
შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი

შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი

ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება, თუ: ა) მისი მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; ბ) მას არ ჰყავს არც ერთი მშობელი; გ) იგი აღიარებული იქნა მიტოვებულ ბავშვად; დ) მის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება; ე) ყველა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე დადგენილი წესით.

 

 10 წლის ასაკს მიღწეული ბავშვის შვილება

1. იმ ბავშვის შვილად აყვანა , რომელსაც 10 წელი შეუსრულდა , მისი თანხმობის გარეშე დაუშვებელია .

2. ბავშვის თანხმობა ირკვევა შვილად აყვანის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ბავშვის მოსმენის შედეგად.

3. თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად თვლიდა, შვილება, გამონაკლისის სახით, შეიძლება შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშეც.

 

უარი გაშვილებაზე

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მშობელს (მშობლებს), მშვილებელსა და 10 წელს მიღწეულ შვილად ასაყვანს უფლება აქვთ, უარი განაცხადონ თავიანთ თანხმობაზე „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

 ნაშვილების ნათესაური ურთიერთობანი ნაშვილები და მისი შთამომავლობა – მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები – ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მიმართ პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ნათესავებს. 

 

ნაშვილების ურთიერთობანი ბიოლოგიურ მშობლებთან 1. ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობისაგან თავისი ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.

 

შვილად აყვანის შედეგები

1. შვილად აყვანისას მშვილებელს ეკისრება იგივე უფლება-მოვალეობები, რომლებიც ბიოლოგიურ მშობლებს ამ კოდექსის თანახმად.

2. მშვილებელს შეიძლება შეუჩერდეს, შეეზღუდოს ან ჩამოერთვას მშობლის უფლებები, თუ გამოირკვევა, რომ ის სისტემატურად თავს არიდებდა ბავშვის აღზრდის მოვალეობის შესრულებას ან არაჯეროვნად იყენებდა მშობლის უფლებებს, ან სხვა მიზეზის შემთხვევაში ამ კოდექსის შესაბამისად.

სერვისები