მოვალეობათა არასათანადოდ შესრულების შედეგები
 მოვალეობათა არასათანადოდ შესრულების შედეგები

 მოვალეობათა არასათანადოდ შესრულების შედეგები

1. მეურვის ან მზრუნველის მიერ დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გადააყენებს ან გაათავისუფლებს მეურვეს ან მზრუნველს მისი მოვალეობის შესრულებისაგან.

2. თუ მეურვე (მზრუნველი) ანგარების მიზნით გამოიყენებს მეურვეობას (მზრუნველობას), ან სამეურვეო (სამზრუნველო) პირს დატოვებს ზედამხედველობისა და აუცილებელი დახმარების გარეშე, ის პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.

3. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო რეაგირებას ახდენს ამ კოდექსის 1305 ​5 მუხლის შესაბამისად.

 

მზრუნველის/მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებასამზრუნველო პირის/მხარდამჭერის თხოვნით/მოთხოვნით

1. სრულწლოვნის მზრუნველი შეიძლება განთავისუფლდეს თავისი მოვალეობისაგან სამზრუნველო პირის თხოვნით. ასეთ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია სამზრუნველო პირს მასთან შეთანხმებით მზრუნველად სხვა პირი დაუნიშნოს.

2. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).

სერვისები