სამკვიდროს გახსნა
 სამკვიდროს გახსნა

 სამკვიდროს გახსნა სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

სამკვიდროს გახსნის დრო სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

 ერთ დღეს გარდაცვლილ პირთა მემკვიდრეობა ერთმანეთის შემდეგ მემკვიდრეობის უფლების მქონე პირების ერთ დღეს გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო გაიხსნება თითოეულის შემდეგ დამოუკიდებლად.

 

სამკვიდროს გახსნა გარდაცვლილად პირის გამოცხადების შემდეგ 1321-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სასამართლომ პირები გარდაცვლილად გამოაცხადა მათი ერთსა და იმავე გარემოებაში უგზო-უკვლოდ დაკარგვის შედეგად; ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს მათი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროს.

 

სამკვიდროს გახსნა კომლში კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან.

 

სამკვიდროს გახსნის ადგილი 1. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, – სამკვიდროს ადგილსამყოფელი. 2. თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება, მაშინ სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა უძრავი ქონების ან მისი ფასეული ნაწილის ადგილსამყოფელი, ხოლო თუ უძრავი ქონება არ არის, მაშინ – მოძრავი ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.

 

საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნის ადგილი სამკვიდროს გახსნის ადგილს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც დროებით ცხოვრობდა საზღვარგარეთ და იქ გარდაიცვალა, წარმოადგენს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, მაშინ – სამკვიდროს ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.

 

საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნა სამკვიდროს გახსნის ადგილად იმ პირთა გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, ითვლება ის ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.

 

სამკვიდროს გახსნა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, უცხო სახელმწიფოში სამკვიდროს მიიღებს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით.

 

სამკვიდრო ქონება 1. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 2. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება.

 

მომავალი ქონება მამკვიდრებელს შეუძლია ანდერძში გაითვალისწინოს ისეთი ქონება, რომელიც ანდერძის შედგენისას მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ასეთი ქონება მისი საკუთრება იქნება.

 

პირადი ხასიათის უფლება-მოვალეობათა მემკვიდრეობით გადაცემის დაუშვებლობა სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.

სერვისები