ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა
ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

 ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს და იგი არ არის ვალდებული მიუთითოს ამის მოტივზე.

2. პირი, რომელსაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვა მემკვიდრეობა, ვერც კანონით მემკვიდრე ვერ იქნება ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ შესულა, ასევე – მაშინაც, როცა ანდერძით მემკვიდრეებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე.

 

მემკვიდრეობის უფლების შენარჩუნება კანონით

მემკვიდრეები, რომლებიც მითითებულნი არ არიან ანდერძში, ინარჩუნებენ მემკვიდრეობის უფლებას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელსაც ანდერძი არ შეხებია; ისინი აგრეთვე მიიღებენ ანდერძით გათვალისწინებულ ქონებასაც, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხლები არ არიან ანდერძით მემკვიდრეები, ან ყოველმა მათგანმა უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე.

 

კანონით მემკვიდრეობის დაუშვებლობა თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის, კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა და მის წილ ქონებას სხვა ანდერძით მემკვიდრეები მიიღებენ თანაბრად.

სერვისები