ანდერძის ფორმა
ანდერძის ფორმა

სანოტარო ფორმა

1. ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე.

2. სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ, ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის, – თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ.

 

ანდერძის ჩაწერა ნოტარიუსის მიერ

1. დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით. ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებები.

2. მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი.

 

ნოტარიუსთან გათანაბრებული პირები

ანდერძის დადასტურებისას ნოტარიუსთან გათანაბრებულნი არიან: ა ) საავადმყოფოს, ჰოსპიტლისა და სხვა სამკურნალო დაწესებულების, სანატორიუმის მთავარი ექიმი, უფროსი, მათი მოადგილე სამედიცინო ნაწილში, მორიგე ექიმი, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლის დირექტორი ან მთავარი ექიმი, თუ მოანდერძე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს; ბ ) საძიებო, გეოგრაფიული და სხვა მსგავსი ექსპედიციის უფროსი, თუ მოანდერძე ასეთ ექსპედიციაში იმყოფება; გ ) გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური, თუ მოანდერძე გემზე ან საჰაერო ხომალდზე იმყოფება; დ ) სამხედრო ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაური (უფროსი), თუ სამხედრო ნაწილების დისლოკაციის პუნქტში ნოტარიუსი არ არის და თუ მოანდერძე სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ნაწილში მომსახურე სამოქალაქო პირი ან მათი ოჯახის წევრია; ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, თუ მოანდერძე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

სერვისები