ანდერძზე ხელის მოწერა სხვა პირის მიერ
 ანდერძზე ხელის მოწერა სხვა პირის მიერ

 ანდერძზე ხელის მოწერა სხვა პირის მიერ

რ თუ მოანდერძე რაიმე მიზეზით თვითონ ვერ მოაწერს ხელს ანდერძს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა პირმა. ამასთან, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა.

 

ყრუ-მუნჯი და ბრმა პირის ანდერძი

1. თუ მოანდერძე ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი წერა-კითხვის უცოდინარია, საანდერძო განკარგულება მან უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან ორი მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელმოწერით, რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას.

2. მოანდერძემ, რომელიც ბრმაა ან არ შეუძლია წერა-კითხვა, საანდერძო განკარგულება უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან სამი მოწმის თანადასწრებით, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, რომელიც მას უნდა წაეკითხოს.

3. ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი.

4. ჩანაწერში მითითებულ უნდა იქნეს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა.

 

ანდერძის მოწმეები ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანი, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დამავალი ხაზით და აღმავალი ხაზით, და, ძმა, მეუღლე, საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი).

სერვისები