სავალდებულო წილი
სავალდებულო წილი

 ცნება

მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).

სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი

სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.

 

სავალდებულო წილის მოცულობის განსაზღვრა

სავალდებულო წილის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება მთელი სამკვიდროდან იმ ქონების ჩათვლით, რომელიც გათვალისწინებულია საანდერძო დანაკისრის ან საერთო-სასარგებლო მიზნით რაიმე მოქმედების შესასრულებლად.

თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრა თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.

მიღებული ქონების ჩათვლა

სავალდებულო წილში პირი, რომელსაც აქვს სავალდებულო წილის მიღების უფლება, მოვალეა სავალდებულო წილში ჩათვალოს ყველაფერი, რაც მამკვიდრებლისაგან მიიღო მის სიცოცხლეში – იმაზე მითითებით, რომ მიღებული ჩაითვალოს სავალდებულო წილში.

საანდერძო დანაკისრზე უარის თქმის შედეგები

პირს, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება აქვს და ამავე დროს საანდერძო დანაკისრის (ლეგატის) მიმღებიცაა, შეუძლია მოითხოვოს სავალდებულო წილი, თუ უარს იტყვის საანდერძო დანაკისრის მიღებაზე; თუკი იგი საანდერძო დანაკისრზე უარს არ იტყვის, მაშინ კარგავს უფლებას სავალდებულო წილზე საანდერძო დანაკისრის ღირებულების ფარგლებში.

სავალდებულო წილის გამოყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი ქონებიდან თუ ანდერძით გათვალისწინებულია არა მთელი სამკვიდრო, მაშინ სავალდებულო წილი პირველ რიგში გამოიყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი, ხოლო, თუ ეს საკმარისი არ იქნება, – შეივსება ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან.

სავალდებულო წილის გაზრდა გაჩუქებული ნივთის ხარჯზე თუ მამკვიდრებელმა აჩუქა ნივთი მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს მისი შევსება იმ თანხით, რომლითაც გაიზრდება მისი სავალდებულო წილი, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევა. საჩუქარი ანგარიშში არ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის საჩუქრის გადაცემიდან ათი წელია გასული.

სერვისები