საანდერძო დანაკისრი
საანდერძო დანაკისრი

  ცნება მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს ერთი ან რამდენიმე პირის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულება სამკვიდროს ხარჯზე (საანდერძო დანაკისრი – ლეგატი).

საანდერძო დანაკისრის საგანი საანდერძო დანაკისრის საგანი შეიძლება იყოს დანაკისრის მიმღებისათვის (ლეგატარისათვის) სამკვიდროში შემავალი ქონებიდან ნივთების გადაცემა საკუთრებაში, სარგებლობაში ან სხვა სანივთო უფლებით, მისთვის ისეთი ქონების შეძენა და გადაცემა, რომელიც არ შედის სამკვიდროში, განსაზღვრული სამუშაოს შესრულება, მომსახურების გაწევა და ა.შ.

საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა საანდერძო დანაკისრის საფუძველზე მოანდერძეს უფლება აქვს დააკისროს მემკვიდრეს, რომელზედაც საცხოვრებელი სახლი, ბინა ან სხვა საცხოვრებელი სადგომი გადადის, სადგომით ან მისი განსაზღვრული ნაწილით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში სამკვიდროს გახსნამდე. საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების შემდგომი გადასვლისას სამისდღეშიო სარგებლობა ძალას ინარჩუნებს.

საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გაუსხვისებლობა 1. საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლება გაუსხვისებელია და არ გადადის საანდერძო დანაკისრის მიმღების მემკვიდრეებზე. 2. საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლება არ წარმოადგენს ამ სადგომში საანდერძო დანაკისრის მიმღების ოჯახის წევრთა ცხოვრების საფუძველს, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საანდერძო დანაკისრის შესრულების ფარგლები მემკვიდრემ, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, უნდა შეასრულოს იგი ნაანდერძები სამკვიდროს ნამდვილი ღირებულების ფარგლებში მამკვიდრებლის ვალების იმ ნაწილის გამოკლებით, რომლის გასტუმრებაც მას შეხვდა.

საანდერძო დანაკისრის შესრულება სხვა მემკვიდრეების მიერ თუ მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვალა, ან მან მემკვიდრეობაზე უარი განაცხადა, მაშინ საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც მისი წილი მიიღეს, – თუ ანდერძიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

საანდერძო დანაკისრის შესრულების შეწყვეტა იმ მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება, საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება შეწყდება, თუ შესრულება შეუძლებელია მისი მონაწილეობის გარეშე.

საანდერძო დანაკისრის შესრულება სამკვიდრო წილის პროპორციულად თუ საანდერძო დანაკისრის შესრულება რამდენიმე მემკვიდრეს აქვს დავალებული, თითოეული ასრულებს მას სამკვიდროში მისი წილის პროპორციულად, თუკი ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საანდერძო დანაკისრის შესრულების ვადა საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს საანდერძო დანაკისრის შესრულება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.

საანდერძო დანაკისრი სავალდებულო წილის მიღებისას თუ ანდერძით მემკვიდრეს, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება, სავალდებულო წილის მიღების უფლებაც აქვს, მაშინ იგი საანდერძო დანაკისრს ასრულებს მისთვის ნაანდერძები სამკვიდროს მხოლოდ იმ ნაწილის ფარგლებში, რაც სავალდებულო წილის ზემოთ მიიღო.

სერვისები