ანდერძის შეცვლის საშუალებები
მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი: ა ) ახალი ანდერძის შედგენით, რომელიც პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება; ბ ) სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით; გ ) ანდერძის ყველა ეგზემპლარის მოსპობით მოანდერძის მიერ ან ნოტარიუსის მიერ მოანდერძის განკარგულებით.
გაუქმებული ანდერძის აღდგენის დაუშვებლობა ანდერძი, რომელიც გაუქმდა შემდგომში შედგენილი ანდერძით, არ შეიძლება აღდგენილ იქნეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფრო გვიან შედგენილი ანდერძი შემდგომში გაუქმდება განცხადების შეტანით.
რამდენიმე ანდერძი თუ მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა, მაგრამ ისინი ავსებენ და მთლიანად არ ცვლიან ერთმანეთს, მაშინ ყველა ანდერძი ინარჩუნებს ძალას. წინა ანდერძი ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი განკარგულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ანდერძით.
სანოტარო ანდერძის უპირატესობა 1. თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, დანარჩენი კი – არა, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს ენიჭება. 2. სანოტარო ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით.
ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები ანდერძი ძალას კარგავს, თუ: ა ) პირი, რომლის სასარგებლოდაც შედგენილი იყო ეს ანდერძი, გარდაიცვალა მოანდერძეზე ადრე; ბ ) ნაანდერძები ქონება დაიკარგა მოანდერძის სიცოცხლეში, ან მოანდერძემ გაასხვისა იგი; გ ) ერთადერთი მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე.