სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა
  სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა

  სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა მემკვიდრეს, რომელიც სხვა მემკვიდრეების გამოცხადებას არ დაელოდება და სამკვიდროს ფლობას ან მართვას შეუდგება, უფლება არა აქვს განკარგოს სამკვიდრო, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე, გარდა ხარჯებისა მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობისათვის მისი ავადმყოფობის დროს და დაკრძალვისათვის, მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი პირების შენახვისათვის, ხელფასის გასტუმრებისათვის და სამკვიდროს დაცვისა და მართვისათვის.

 

უფლება სარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე

თუ კანონით მემკვიდრე, რომელმაც არ იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ, შეუდგა სამკვიდროს ფლობას, ხოლო ანდერძით მემკვიდრემ არ იცოდა ანდერძის ბათილობის შესახებ, ან, თუ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეებმა არ იცოდნენ სხვა უფრო ახლო კანონით მემკვიდრეების ან სხვა ანდერძის არსებობის შესახებ, მაშინ მათ დარჩებათ შემოსავალი, რაც სამკვიდროდან მიიღეს სარჩელის აღძვრამდე; მათ უფლება აქვთ აგრეთვე მოითხოვონ მთელი კაპიტალი, რაც სამკვიდროში დააბანდეს.

 

სამკვიდროს ცალკეული ნივთების გაყიდვის შედეგები თუ სამკვიდროში შემავალი ნივთები გაიყიდება დავის აღძვრამდე, მაშინ ნასყიდობა ნამდვილად ჩაითვლება და ძალაში დარჩება, ხოლო ნივთების გაყიდვით მიღებული თანხა გადაეცემა ნამდვილ მემკვიდრეს.

მემკვიდრეობითი ტრანსმისია თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე (მემკვიდრეობითი ტრანსმისია). გარდაცვლილი მემკვიდრის მემკვიდრეებმა სამკვიდრო უნდა მიიღონ სამკვიდროს მიღების ვადამდე დარჩენილი ხნის განმავლობაში. თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, იგი სამ თვემდე უნდა გაგრძელდეს.

 

მემკვიდრეობითი ტრანსმისიით სამკვიდროს მიუღებლობის შედეგები 1. სამკვიდროს მიუღებლობა მემკვიდრეობითი ტრანსმისიით არ ართმევს მემკვიდრეს შესაძლებლობას, მიიღოს ის სამკვიდრო, რომელიც უშუალოდ ეკუთვნოდა გარდაცვლილ მემკვიდრეს. 2. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით ქონების მიღებაზე უარის თქმისას ქონება გადადის იმ პირებზე, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ სამკვიდროს მისაღებად გარდაცვლილ მემკვიდრეებთან ერთად.

სამკვიდროს აღწერა მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს სამკვიდროს აღწერა, რისთვისაც ეძლევა ორი თვის ვადა, რაც შედის სამკვიდროს მისაღებად დადგენილ საერთო ვადაში.

საკუთრების წარმოშობა სამკვიდროზე მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

სერვისები