ერთადერთი მემკვიდრის უარი სამკვიდროზე
თუ მემკვიდრე, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, ერთადერთია ამ რიგის მემკვიდრეთა შორის, მაშინ სამკვიდრო გადავა მომდევნო რიგის მემკვიდრეებზე.
უარი რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ თუ მემკვიდრე უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ, მას შეუძლია მიუთითოს თითოეულის წილზე. ასეთი მითითების არარსებობისას მისი წილი თანაბრად განაწილდება იმ მემკვიდრეებზე, რომელთა სასარგებლოდაც უარი იყო ნათქვამი სამკვიდროს მიღებაზე.
სამკვიდროზე უარი შვილიშვილის სასარგებლოდ
სამკვიდროზე უარის თქმა შვილიშვილის სასარგებლოდ დასაშვებია, თუ სამკვიდროს გახსნის დღისათვის ცოცხალი აღარ არის მისი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ან თუ შვილიშვილი ანდერძით მემკვიდრეა.
სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა.
უარის თქმის დაუშვებლობა სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის შემდეგ არ დაიშვება უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე მას შემდეგ, რაც მემკვიდრემ სანოტარო ორგანოში შეიტანა განცხადება სამკვიდროს ან სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ.