სამკვიდროს გაყოფა, ცნება
სამკვიდროს გაყოფა, ცნება

  ცნება სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ.

სამკვიდროს გაყოფის წესის განსაზღვრა მოანდერძის მიერ მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს სამკვიდროს გაყოფის წესი, კერძოდ, მას შეუძლია სამკვიდროს გაყოფა მიანდოს მესამე პირს. მესამე პირის გადაწყვეტილება არ არის სავალდებულო მემკვიდრეებისათვის, თუ ის აშკარად უსამართლოა. ასეთ შემთხვევაში გაყოფა მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

სამკვიდროდან წილის გამოყოფანატურით თითოეულ მემკვიდრეს შეუძლია მოითხოვოს თავისი წილის გამოყოფა ნატურით როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონებიდან, თუ ასეთი გამოყოფა შესაძლებელია ან აკრძალული არ არის კანონით.

საჩუქრის ჩათვლა მემკვიდრის წილში სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში.

სამკვიდროს გაყიდვა თანამემკვიდრეთა შეთანხმებით თანამემკვიდრეთა შეთანხმებით დასაშვებია მთელი სამკვიდროს გაყიდვა და მემკვიდრეთა შორის ფულის განაწილება მათი წილის კვალობაზე.

სამკვიდროს გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე თანამემკვიდრეთა შეთანხმებით შესაძლებელია მთელი სამკვიდროს გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე, რომელიც, თავის მხრივ, მოვალეა სხვა თანამემკვიდრეებს მისცეს შესაბამისი კომპენსაცია.

სერვისები