სამკვიდროს გაყოფის შეჩერება
  სამკვიდროს გაყოფის შეჩერება

  სამკვიდროს გაყოფის შეჩერება თანამემკვიდრეები შეიძლება შეთანხმდნენ იმაზე, რომ სამკვიდროს გაყოფა შეჩერდეს განსაზღვრული დროით.

წილობრივი საკუთრება განუყოფელ ქონებაზე თუ სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ისეთი ქონება, რომლის გაყოფაც გამოიწვევს მისი სამეურნეო დანიშნულების მოშლას ან შესუსტებას, გაყოფას არ ექვემდებარება და ხდება მემკვიდრეთა საერთო საკუთრება მათი წილის მიხედვით.

სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფა მემკვიდრეებს შორის 1. თუ მესაკუთრემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელზედაც საადგილმამულო მეურნეობაა მოწყობილი, ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეს დაუტოვა, ან, თუ ანდერძი არ იყო დატოვებული და კანონით მემკვიდრე რამდენიმეა, მაშინ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე მოწყობილი საადგილმამულო მეურნეობა შეიძლება გაიყოს მემკვიდრეებს შორის, თუ ამგვარი გაყოფის შედეგად თითოეულ მემკვიდრეზე მოსული მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფს სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის არსებობას. 2. გაყოფა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრეები თვითონ აპირებენ გაუძღვნენ მეურნეობას. თუკი არც ერთი მემკვიდრე არ მოისურვებს მეურნეობის გაძღოლას, მაშინ მათი შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი მეურნეობა შეიძლება გაიყიდოს და მემკვიდრეები მიიღებენ თავიანთ წილს ფულის სახით.

სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფის დაუშვებლობა თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყოფა შეუძლებელია, მაშინ მიწა უნდა მიეკუთვნოს იმ მემკვიდრეს, რომელიც საადგილმამულო მეურნეობაში ცხოვრობს და მამკვიდრებელთან ერთად ეწეოდა მეურნეობას. თუკი ასეთი მემკვიდრე არ არის, მაშინ – მას, რომელსაც უნარი აქვს გაუძღვეს მეურნეობას და აქვს ამის სურვილი.

წილის კომპენსაცია მემკვიდრე, რომელიც ვერ მიიღებს მიწის ნაკვეთს, მიიღებს შესაბამის წილს სხვა ქონებიდან, ხოლო, თუ სხვა ქონება საკმარისი არ იქნება, მაშინ – სათანადო კომპენსაციას დადგენილი წესის მიხედვით.

სერვისები