საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით
 საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით

 საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით

1. თუ საადგილმამულო მეურნეობა კომლის მეურნეობაა და კომლის ბოლო წევრს ანდერძი არ დაუტოვებია, მაშინ კომლის საერთო ქონება გადავა კანონით მემკვიდრეებზე იმ პირობით, რომ კომლის მეურნეობა არ დაიშალოს. 2. კომლის ბოლო წევრის მიერ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრის დანიშვნის შემთხვევაში ის წესი უნდა იქნეს გამოყენებული, რომელიც საერთოდ საადგილმამულო მეურნეობას ეხება.

 

 საერთო საკუთრება საადგილმამულო მეურნეობაზე თანამემკვიდრეთა შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი საადგილმამულო მეურნეობა შეიძლება დარჩეს მათ საერთო საკუთრებაში.

ჩასახული მემკვიდრის უფლება სამკვიდროს გაყოფისას

1. თუ მემკვიდრე ჩასახულია, მაშინ სამკვიდროს გაყოფა შეიძლება მხოლოდ ამ მემკვიდრის დაბადების შემდეგ. 2. თუ ჩასახული მემკვიდრე ცოცხალი დაიბადება, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს უფლება აქვთ გაიყონ სამკვიდრო მხოლოდ მისი კუთვნილი წილის გამოყოფით. ახალშობილის ინტერესების დასაცავად გაყოფაში მონაწილეობისათვის მოწვეულ უნდა იქნენ მისი წარმომადგენლები.

სავალო მოთხოვნების დაკისრება ერთ-ერთი მემკვიდრისათვის თანამემკვიდრეთა შეთანხმებით დასაშვებია, სავალო მოთხოვნები მთლიანად დაეკისროს ერთ-ერთ მემკვიდრეს მისთვის სამკვიდროდან შესაბამისად გაზრდილი წილის მიცემის სანაცვლოდ.

წილის მიღების უზრუნველყოფის ვალდებულება თითოეული თანამემკვიდრე მოვალეა უზრუნველყოს სხვა თანამემკვიდრეთა მიერ შესაბამისი წილის მიღება. როცა თანამემკვიდრე სამკვიდროს გაყოფის შედეგად მოთხოვნის უფლებას იძენს, სხვა თანამემკვიდრეები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მოვალის გადახდისუნარიანობას გაყოფის მომენტში თავ-თავიანთი სამკვიდრო წილის მიხედვით, ხოლო თუ ასეთი ვალდებულების შესრულების ვადა არ დამდგარა, მაშინ – ვალდებულების შესრულების მომენტში.

სერვისები