წილის შემცირება პროპორციულად თუ აღმოჩნდება, რომ ანდერძით განსაზღვრულ წილთა ჯამი აღემატება მთელ სამკვიდროს, მაშინ თითოეული მემკვიდრის წილი შემცირდება პროპორციულად.
დავის განხილვა ქონების გაყოფისას სამკვიდროს გაყოფის თაობაზე თანამემკვიდრეებს შორის შეუთანხმებლობისას დავას განიხილავს სასამართლო, რომელმაც ქონების გაყოფისას მხედველობაში უნდა მიიღოს გასაყოფი ქონების ხასიათი, თითოეული თანამემკვიდრის საქმიანობა და სხვა კონკრეტული გარემოებანი.
წილის განკარგვის უფლება
1. თითოეულ თანამემკვიდრეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი სამკვიდროში. ხელშეკრულება, რომლითაც ერთ-ერთი თანამემკვიდრე განკარგავს თავის წილს, უნდა დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ. 2. თანამემკვიდრეს არ შეუძლია განკარგოს ცალკეული საგნები თავისი წილიდან. 3.
კრედიტორთა დაკმაყოფილება წილის გასხვისებისას წილის გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მოვალეობა, შეძენილი წილის ოდენობის შესაბამისად.
წილის გათანაბრება მემკვიდრეები, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან სამკვიდროს მისაღებად, ვალდებულნი არიან წილთა გათანაბრებისათვის გაყოფამდე სამკვიდროს მიათვალონ ყოველივე ის, რაც მათ მიიღეს მამკვიდრებლისაგან მის სიცოცხლეში მშობლების ქონებიდან გამოყოფის სახით, თუ მამკვიდრებელს სხვა რამ არ დაუდგენია.
შთამომავლის გამოკლების შედეგები თუ სამკვიდროს მის გახსნამდე ან გახსნის შემდეგ გამოაკლდა შთამომავალი, რომელიც, როგორც მემკვიდრე, ვალდებული იქნებოდა გაეთანაბრებინა წილი, მაშინ წილის გათანაბრების მოვალეობა დაეკისრება იმ მემკვიდრეს, რომელმაც უნდა მიიღოს მისი წილი.
განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინება გათანაბრებისას შთამომავალს (დამავალი ხაზის ნათესავს), რომელმაც საოჯახო მეურნეობაში გაწეული შრომით, მამკვიდრებლის პროფესიულ და კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობით, თავის მხრივ მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევით ან სხვა სახით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მამკვიდრებლის ქონების შენარჩუნებასა და გაზრდაში, სამკვიდროს გაყოფისას უფლება აქვს მოითხოვოს გათანაბრება იმ ნათესავებთან, რომლებიც მასთან ერთად კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან და ითხოვენ სამკვიდროს.