გათანაბრების მოთხოვნის დაუშვებლობა
არ შეიძლება გათანაბრების მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებისათვის ნათესავი იღებდა გასამრჯელოს, ან გასამრჯელო წინასწარ შეთანხმებული იყო, ანდა, თუ ნათესავს გაწეული მომსახურების საფუძველზე შეუძლია წარადგინოს რაიმე მოთხოვნა სხვა სამართლებრივი საფუძვლით.
სამართლიანი განაწილების მოთხოვნა
1. გაწეული მომსახურებისა და სამკვიდროს მოცულობის მიხედვით გათანაბრება უნდა მოხდეს სამართლიანად.
2. სამკვიდროს გაყოფისას გათანაბრების თანხა გამოაკლდება სამკვიდროს საერთო თანხას და მიემატება იმ თანამემკვიდრის წილს, რომელსაც გათანაბრების მოთხოვნის უფლება აქვს.
მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობა თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფლის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად.