სამკვიდროს დაცვა
სამკვიდროს დაცვა

  ცნება

ადგილზე არმყოფი მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღებთა და საჯარო ინტერესების დასაცავად ნოტარიუსი დაინტერესებული პირების, ანდერძის აღმსრულებლის ან თავისი ინიციატივით იღებს სამკვიდროს დაცვისათვის აუცილებელ ზომებს, რაც გაგრძელდება ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე ან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლამდე.

 

ქონების დაცვის მოვალეობა

სანოტარო ორგანოს მიერ თუ სამკვიდრო ან მისი ნაწილი სამკვიდროს გახსნის ადგილას არ იმყოფება, სანოტარო ორგანო ავალებს ქონების სამყოფელი ადგილის სანოტარო ორგანოს ზომების მიღებას ამ ქონების დასაცავად.

 

ქონების აღწერა

სანოტარო ორგანო ქონების დაცვის მიზნით აღწერს სამკვიდროს და გადასცემს შესანახად მემკვიდრეს ან სხვა პირს, ამასთან, იღებს ზომებს იმ მემკვიდრეთა მოსაძებნად, რომლებიც სამკვიდროს გახსნის ადგილზე არ იმყოფებიან.

 

სამკვიდროს მმართველის დანიშვნა თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. მმართველი არ დაინიშნება, როცა თუნდაც ერთ-ერთმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, ან თუ დანიშნულია ანდერძის აღმსრულებელი.

სერვისები