სისხლის სამართლის კანონის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ
სისხლის სამართლის კანონის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ

1. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება დანაშაული, რომელიც დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დამთავრდა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩადენილ დანაშაულზე.

3. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა ხომალდზე, რომელიც უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ალმით ან ამოსაცნობი ნიშნით, ანდა ასეთი ხომალდის წინააღმდეგ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. თუ უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, აგრეთვე სხვა პირმა, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინეს, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.

სერვისები